რეზონანსი
22.03.2023

როგორ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას" სურდეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს? პრაქტიკულად, ეს „ნაციონალური მოძრაობის" თვითლიკვიდაცია იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომოტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის" წევრები არაფერს აკეთებენ, მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმში არიან.

„არც მალავენ და ქმედებებითაც ადასტურებენ, რომ მათთვის მისაღები არ არის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან შემდეგ საფუძველს დაკარგავენ, ვიღაცას ეძახონ „პრორუსი", რადგან „ქართული ოცნების" პირობებში იქნა სტატუსი მოპოვებული. მათი დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია - ნახეთ, ჩვენს ქვეყანას არ მისცეს სტატუსი და ეს „ქართული ოცნების" ბრალიაო. მათი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებაში დაბრუნება ყველაფრის ფასად, მათ შორის, სახელმწიფოს ღალატის ფასად ევროპაში ჩავიდნენ და სახელმწიფოზე თქვან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ამ ეტაპზე არ ღირსო და ეს პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ. რეკომენდაციების შესრულებისკენ ასეთი ხალხი როცა მოგიწოდებს, ეს არის ფარსი. ეს საქმეებით დასტურდება, ისინი არც ერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩართულან და მხარი არ დაუჭერიათ მთელი საკითხებისთვის. ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ, მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმში არიან", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×