
უკრაინული კანონის თარგმანი გავაკეთეთ და ვენეციის კომისიაში წარვადგინეთ, რაზეც კომისიას შენიშვნები გააჩნია. მზად ვართ, რეკომენდაციები გავიზიაროთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, ვინ უნდა იყოს ოლიგარქად აღიარებული, კრიტერიუმები ზუსტად გაიწერება.
„ცალკეულ გვარებს ნუ განიხილავთ. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის თაობაზე არაფერი ვიცით. „ნაცმოძრაობა" და მისი რუპორები ცდილობენ, რომ ეს თემა შემოიტანონ და საკითხი გვარებზე გადაიტანონ, თუმცა ჩვენ მოგვისმენია კეზერაშვილის თვითაღიარება, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის და პოლიტიკაზეც გავლენა აქვს. ეს განცხადება მისგან მოვისმინეთ", - განაცხადა ვოლსკიმ.