რეზონანსი
22.03.2023

თუ მათგან („ნაციონალური მოძრაობა") ვიღაც მართლა გონს მოვიდა და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი და დავსხდეთ და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მივიღოთ - ეს პოზიტიური მესიჯია და მივესალმებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტი არის თავდაცვის მექანიზმი.

„მაგრამ შეუთავსებლობები ბევრია. პირველი, ბოიკოტი და 12 რეკომენდაციის შესრულების მიზანი არის ორი ერთმანეთის მიმართ შეუთავსებელი რამ, მეორე - გინდათ სერიოზული ქცევა მოსთხოვოთ ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარემ იმ პარტიას და ესეც შეუთავსებელია - სერიოზული ქცევა და ხაბეიშვილი თავმჯდომარედ, ესეც ორი შეუთავსებელი რამე და მესამე - ისინი არეულები არიან თავის საქციელებში. თუ მათგან ვიღაცა მართლა გონს მოვიდა და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი და დავსხდეთ და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მივიღოთ - ეს პოზიტიური მესიჯია და მივესალმებით. ძალიან გამიკვირდა, მითხრეს რომ ხატია დეკანოიძეს უთქვამს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი და ჩვენ პარლამენტში უნდა ვიჯდეთო. თუ „ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წარმომადგენელი ასე პოზიტიურად იწყებს ფიქრს, მხოლოდ მისასალმებელია თუმცა ცოტა ძნელი დასაჯერებელი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×