რეზონანსი
23.03.2023

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს „ვივამედიდან" სხვა დაწესებულებაში ჯერჯერობით უცნობია. „ვივამედის" განცხადებას პატიმრის დედა ეხმაურება. გიული ალასანიას მტკიცებით, ხელისუფლებას სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანა სურს.

„მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებდნენ ციხეში დაბრუნებას. არ ვიცი რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის საშუალებას. ესენი როგორ მიიღებდნენ ახლა [ექიმები], ესენი მთლიანად ემორჩილებიან პენიტენციურ სისტემას, სუს-სს და ა.შ. იერარქიულია ეს ჩვენი საზოგადოება, საქართველოში ასეა. დემოკრატია არ არის", -აცხადებს ალასანია.

კლინიკა „ვივამედი" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი", დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.

„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×