რეზონანსი
23.03.2023

ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში პატიმარი საკუტარ ქცევებზე თვითონაა პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გვაქვს ზუსტად იგივე ვითარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

.„სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებელი არიან ზრუნვაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ. ეს არის საერთო სურათი. ასევე, ამ შემთხვევაში თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან. ეს არის გაუგონარი მოვლენა. ამაზე საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება: რატომ ხდება თვითდაზიანება და რატომ არის ამაში ჩართული ოჯახი, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ რამეს აკეთებს", - აცხადებს კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×