რეზონანსი
23.03.2023

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი დაეხმარება არასრულწლოვან ბადრი კუხალაშვილს და მის ოჯახს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ თბილისში და უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით. ამის შესახებ მან მედიას ამ საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არასრულწლოვნის საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც, კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია დარეგულირდეს. ბავშვი დღეის მდგომარეობით იმყოფება თავის დასთან. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი არ არიან რეგისტრირებული დედაქალაქში. ჩვენ დავეხმარებით, რომ დროულად დარეგისტრირდნენ და ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით - ქირით გავიყვანთ ამ ოჯახს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მშობლების დანატოვარი ვაგონის გაყიდვა მოუხდა, ვინაიდან ის სახელმწიფოს მიწაზე იდგა. დედაქალაქის მერიამ ვაგონის მფლობელი, რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, წინასწარ გააფრთხილა პრობლემასთან დაკავშირებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×