რეზონანსი
23.03.2023

„გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოში სამხედრო ტყვეა.

„მიშა ვერ იქნება სამხედრო ტყვე, ეს გასაგებია. გუბაზ სანიკიძემ ალბათ პოეტურად გამოიყენა ეს [სამხედრო ტყვე] და არა პირდაპირი გაგებით, იმედია. მე არ ვიცი ზუსტად რაზე ლაპარაკობდა ამ შემთხვევაში. ევროპელები იმდენად, რამდენადაც გვთხოვენ პოლარიზაცია და შიდა დაპირისპირება დავასრულოთ, ამ ნაწილში რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პრობლემა რაც არსებობს, ის მოგვარდეს", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გუბაზ სანიკიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, რეკომენდაციების შესრულება საკმარისი პირობა არ იქნება იმისათვის, რომ ევროპამ მიგვიღოს. მისივე განცხადებით, სააკაშვილი საქართველოში სამხედრო ტყვეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×