რეზონანსი
23.03.2023

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „პარლამენტში" საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის დასადგენად შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ ე.წ. კომისიის „მოადგილემ" გარი მულდაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დე ფაქტო კომისიის ამოცანა „სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად განსაზღვრა" - შესრულებულია.

„კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს #2 ბრძანებულებით „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ" 1922 წლის 20 აპრილი დეკრეტით. №2 დეკრეტის შესრულებასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილია სამუშაო ჯგუფის საბოლოო ანგარიში და შედგენილია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის „რუკა-გეგმის" პროექტი საქართველოსთან", - განაცხადა მულდაროვმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის" ვებ - გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტები ე.წ. „დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ" 2023 წლის 2 მარტს დაამტკიცა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს „შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად" გაუგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×