რეზონანსი
23.03.2023

კლინიკა "ვივამედიდან", მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ადვოკატმა, მსჯავრდებულის მძიმე მდგომარეობის დადასტურება სახალხო დამცველის კონსილიუმისგან მოითხოვა. შალვა ხაჭაპურიძე ომბუდსმენის ოფისში მივიდა, თუმცა ლევან იოსელიანის ნაცვლად მას აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ექსპრეზიდენტის დედამ განცხადება კლინიკა ვივა მედში, შვილის მონახულებამდე გააკეთა. გიული ალასანია ირწმუნება, რომ სააკაშვილი მედიკოსების რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მკურნალობაზე უარს არ ამბობს, მისი ციხეში დაბრუნება კი სასიკვდილო განაჩენი იქნება. სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის დედამ, ისევ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი შვილი საკვებს ვერ იღებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოჯახს სააკაშვილთან დაბალი კალორაჟის საკვები განგებ მიაქვს, რადგან პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია და საკუთარი ჯანმრთელობით მანიპულირებს.

აზრი ორადაა გაყოფილი ოპოზიციაში, ნაწილი ფიქრობს რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის ჰუმანიტარული მისიით, სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. ნაწილი კი სააკაშვილს ურჩევს პოლიტიკიდან წავიდეს, ან ვივა მედიდან პირდაპირ ციხის საკანში დაბრუნდეს.

სააკაშვილის თვითდაზიანებას მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც ფიქრობენ რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს სურს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს და პოლონელ ექიმებს დასუსტებული დახვდეს.

კლინიკა ვივა მედის განცხადების შემდეგ, სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ისევ სტრასბურგის სასამართლოსთვის ემზადებიან. სარჩელი ევროსასამართლოში შესაძლოა ორშაბათს გაიგზავნოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×