რეზონანსი
23.03.2023

ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ხალხის დამსახურებით მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ცოტა ეჭვი მეპარება , - ამის შესახებ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.

მან ისაუბრა მმართველ გუნდში საქმიანობის პერიოდზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში" ყოფნისას არ უგრძნია ანტიდასავლური ელემენტები.

„ არ მიგრძნია სიგნალი, რომ ასეთ ანტიდასავლური ელემენტები იყო „ქართულ ოცნებაში". ჩვენ ვიყავით საგარეო პოლიტიკის ფორმირების მონაწილეები და ასეთი ელემენტები არ მიგრძნია. დასავლეთის ასე წარმოჩენის მოლოდინი არ მქონდა. მე მაქვს მოლოდინი, რომ აქციები კიდევ გაგრძელდება, როდესაც 12 პუნქტის შესრულება არ მოხდება. ეს ძალიან კრიტიკული იქნება. გამოსაწვევი კანონიც კი არ ექნებათ, ეს პროცესი რომ გააჩერონ. „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაითვალისწინოს, რაც 8-9 მარტს მოხდა, გაკვეთილი გამოიტანოს და ნაბიჯი უნდა გადადგას",- აღნიშნავს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

„ პროცედურულად პირველ ეტაპზე შეფასებები ტექნიკური იქნება. ექსპერტები შეაფასებენ ეს მოთხოვნები შეესაბამება თუ - არა. როგორც მაქვს ინფორმაცია, დასკვნა იქნება ნეგატიური. დღევანდელი მოცემულობით ნეგატიურისკენ იხრებიან, არ ვიცი წლის ბოლომდე რა შეიცვლება. შემდეგ ევროკომისიის გადაწყვეტილებაა, სადაც ტექნიკური და პოლიტიკური ნაზავია, პოლიტიკური მიზანშეწონილობა ემატება, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის საბჭოზე. ძალიან მინდა ვირწმუნო, რომ ყველაფრის მიუხედავად კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ხალხის დამსახურებით მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ცოტა ეჭვი მეპარება სკეპტიკურად ვუყურებ",- აღნიშნავს ცქიტიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×