რეზონანსი
27.03.2023

კახეთში, დედოფლისწყაროში ავარიას 33 წლის, მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ილია ტუხაშვილია.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის ღობეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი მგზავრი კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები ავტომანქანიდან გადმოვარდნენ.

ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: „tia.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×