რეზონანსი
27.03.2023

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართულმა ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ჯანმრთელობასთან, შეუქცევად პროცესებთან თამაშის რისკი ძალიან სავალალო იქნება, ამით მან უპასუხა კითხვას: „იმის გათვალისწინებით, რა ტიპის მკურნალობაზეც მიხეილ სააკაშვილი თანხმდება, მისი ახლანდელი მდგომარეობა შესაძლოა შენარჩუნდეს თვეების განმავლობაში, თუ არსებობს რისკი, რომ გაუარესება შეიძლება, მოულოდნელად დადგეს."

სოფო მებუკეს თქმით, „ორგანიზმს გააჩნია თავისი რესურსი".

„ასაკის, მდგომარეობის, ორგანოთა რესურსის მიხედვით, ორგანიზმს გააჩნია თავისი რესურსი. არსებობს ჯერ კიდევ მდგომარეობა, როდესაც ჩიხიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ არის ასევე პოზიცია, როდესაც შეუქცევადი პროცესებიდან გამოსავლის შანსები ძალიან მცირე რჩება, ეს სწორედ პაციენტზე და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, მე ვფიქრობ, ჯანმრთელობასთან, შეუქცევად პროცესებთან თამაშის რისკი ძალიან სავალალო იქნება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ექიმის და კლინიკის ამოცანაა პაციენტის კეთილდღეობა, კეთილსაიმედო გამოსავალი და ამაში უნდა იყოს ორი ურთიერთმხრივი, სიმბიოზური, ურთიერთშეთანხმებული კავშირი", - განაცხადა სოფო მებუკემ.

სოფო მებუკის განცხადებით, 7-8-9 მარტს მიხეილ სააკაშვილთან შემოტანილი საკვები შედარებით უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე სხვა დღეებში, თუმცა ეს იყო ეპიზოდური ხასიათის, რასაც შემდგომ დღეებში აღარ ჰქონია ადგილი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მცდელობა ოჯახის წევრები დაეწმუნებია, რომ უფრო მრავალფეროვანი, მაღალი კალორაჟის საკვები მიეტანათ სააკაშვილთან, სოფო მებუკე პასუხობს:

„მქონია, რა თქმა უნდა, არაერთი მცდელობა, თუმცა განსაკუთრებით ადგილი ჰქონდა ფსიქოთერაპიის კუთხით პაციენტის დარწმუნებას, რომ საკვების პრიორიტეტულობაზე გაეკეთებინა აქცენტი, მაგრამ ეს დარჩა მხოლოდ სიტყვის მასალად".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×