რეზონანსი
28.03.2023

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის ადვოკატი ჩიქოვანის წინააღმდეგ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

ბექა ბასილაიას თქმით, 24 ივლისს ღამით ჩიქოვანის სახლთან მომხდარი არ იყო ჟურნალისტზე ძალადობა და მის საქმიანობაში ხელშეშლა. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ჩიქოვანი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"გვინდა გამოვეხმაუროთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით. ამ თავითვე ვაცხადებთ, ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ვემიჯნებით და ვგმობთ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ ფაქტს და კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა. თუმცა ფაქტები, რის ირგვლივაც გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნამდვილად არ შეიცავს რაიმე მსგავსი დანაშაულის ნიშნებს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივცეთ ჩვენება და ავხსნათ დეტალურად, რომ ეს იყო არა ჟურნალისტზე ძალადობა, არა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, არამედ ეს იყო ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა", - თქვა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება POS TV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის ბრალდებას, თითქოს დიმა ჩიქოვანმა თათია სამხარაძე გაიტაცა, როგორც ცნობილია, ჩიქოვანი აპირებს, რომ ცრუ დასმენისთვის POS TV-სა და ნათია ბერიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

"გავიარე კონსულტაციები ჩემ ადვოკატებთან და შევიტან სარჩელს გენერალურ პროკურატურაში და შს სამინისტროში "პოსტივის" წინააღმდეგ", - თქვა დიმიტრი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×