რეზონანსი
28.03.2023

პარტია „ევროპელი დემოკრატები" ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

პაატა დავითაიას განცხადებით, მიუღებელია ცილისწამებლური კამპანია, რაც „პალიტრა მედიის" წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„ევროპელი დემოკრატები" სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს „პალიტრა მედიას", ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" წამყვანებს, პროდიუსერებს, ჟურნალისტებს.

„კატეგორიულად მიუღებელია ცილისწამებლური კამპანია, რაც „პალიტრა მედიის" წინააღმდეგ ფეიკ ინფორმაციების გავრცელებით მიმდინარეობს.

„პალიტრა მედია" გამორჩეულად მიუკერძოებელი და დაბალანსებული პლატფორმაა, რომელიც პოლიტიკურ ძალებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი სათქმელი მოქალაქეებამდე მიიტანონ, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

„ევროპელი დემოკრატები" სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ „პალიტრა მედიას", ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" წამყვანებს, პროდიუსერებს, ჟურნალისტებს. „პალიტრა მედიის" წინააღმდეგ მიმართული კამპანია არის ზეწოლა თავისუფალ მედიაზე. ამასთან დაკავსირებით, ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირში",- აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×