რეზონანსი
28.03.2023

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, 168 ხმის უმრავლესობით, მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ჰოლოდომორი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებთან შედარებით თავისი მასშტაბებით გამოირჩეოდა და "დაახლოებით 4 მლნ უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, ძირითადად გლეხების".

"ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს საფრანგეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის მოსახლეობის ამ იძულებითი შიმშილის გენოციდად აღიარებას, ასევე ჩადენილი ქმედებების დაგმობას, რომლებიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებითა და მასიური დარღვევით", - წერია დოკუმენტში.

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ უკრაინაში ყოველი წლის ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული. ამ სახელით ცნობილია მასობრივი შიმშილობა, რომელიც 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×