რეზონანსი
30.03.2023

უკრაინა და იაპონია შეთანხმდნენ 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებაზე, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე. ამის შესახებ უკრაინის თემის, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

ამ თანხებით უკრაინის მთავრობა რეკონსტრუქციისთვის საჭირო ტექნიკისა და სერვისების შეძენას გეგმავს.

შესაბამის დოკუმენტებს ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და თემის, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა და იაპონიის ელჩმა უკრაინაში მაცუდა კუნინორიმ.

ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში უკრაინა და იაპონია შეთანხმდნენ 650 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფაზე უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის საჭიროებებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×