რეზონანსი
30.03.2023

რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან და ელიან თუ არა, რომ ის კვლავ გააკეთებს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაცვლად წინასწარ ვერ ისაუბრებს.

ამასთან მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ხშირად არაობიექტურია.

„ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი. ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდეციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე",- განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×