რეზონანსი
30.03.2023

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ევროინტეგრაციისთვის სიმშვიდის შენარჩუნება უალტერნატივოა. ის მედიასთან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთის რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩათრევას ცდილობდა.

მისი თქმით, მიუხედავად ბევრი მცდელობისა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„რეგიონში რთული ვითარებაა, მხედველობაში მაქვს უკრაინის ომი. კარგად ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი. მიუხედავად ძალიან ბევრი მოწოდებისა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოვდივართ. ამ დამოკიდებულებით ვიქნებით მომავალშიც. ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მშვიდობა უალტერნატივოა. მშვიდობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და ასე მოვახერხოთ ევროინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, რაც ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×