რეზონანსი
30.03.2023

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტისთვის დამახასიათებელი განცხადებებით გამოირჩევა, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური მოსმენა მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა პრეზიდენტი პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს უნდა ესაუბროს.

„როდესაც პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ ამომრჩეველს უნდა ესაუბრებოდე. მით უმეტეს, როდესაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდიხარ. მაგრამ, აქ საქმე პირიქით არის - დღეს ჩვენი პრეზიდენტი არც საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრება, არც ქართულ საზოგადოებას, არამედ ესაუბრება იმ ადამიანებს, ვისგანაც იღებს დავალებებს ან ვისთანაც ანგარიშვალდებულად თვლის თავს. ამიტომაც არის, რომ ორმაგი სტანდარტით გვესაუბრება დღეს. ეს ძალიან უხერხულ შთაბეჭდილებას ბადებს ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით, პრეზიდენტის ამომრჩევლებში", - აცხადებს იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×