რეზონანსი
01.04.2023

ადიკალური ოპოზიცია ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„შემდეგ წელს, როდესაც პარლამენტში მას ექნება ყოველწლიური მოხსენება, მთელი საზოგადოება დაინახავს, ყველას ეცოდინება პასუხი მის მიერ დღეს დასმულ კითხვაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება განუხრელად ყოფილიყო დაცული მაშინ, როდესაც უკრაინაში არის რუსეთის აგრესია. ღიმილის მომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას. ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს", - აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×