რეზონანსი
01.04.2023

სწორედ ხოშტარია/ბოკერია/ჯაფარიძის ბანდამ დაიყენა ეს ახალგაზრდები წინ ფარად და მათი ხელით ცდილობდნენ გადატრიალების მოწყობას, სწორედ მათ ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილები" ახალგაზრდებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის გამართლების მცდელობას მარტივი ახსნა აქვს, ვინაიდან სწორედ მათ დაიყენეს ფარად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ახალგაზრდები.

ნიკოლეიშვილი ხაზს უსვამს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პოზიციასაც, რომელიც, მისი თქმით, გრიგორიადისის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომწონებელია.

„დღეს რადიკალური ოპოზიციის კრიმინალი ლიდერები და ლიბერალი ფაშისტები ცდილობენ, იმ ახალგაზრდა დამნაშავის დანაშაული „გააპრავონ", რომელმაც პოლიციელი მოსაკლავად გაიმეტა და ცეცხლი წაუკიდა. ამას მარტივი ახსნა აქვს - სწორედ ხოშტარია/ბოკერია/ჯაფარიძის ბანდამ დაიყენა ეს ახალგაზრდები წინ ფარად და მათი ხელით ცდილობდნენ გადატრიალების მოწყობას, სწორედ მათ ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილები" ახალგაზრდებს და ახლა „ვალს აბრუნებენ"! ყველაზე ბინძური მაინც ამ პროცესში რეზიდენტი ნინო ლომჯარიაა, რომელიც იმის ნაცვლად, რომ პოლიციელის მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტს გმობდეს, ამ საშინელი დანაშაულის თანაზიარი და მომწონებელია!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×