რეზონანსი
01.04.2023

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული.

განკარგულების თანახმად, პერსონალური სანქციები დაწესებულია ათი წლის ვადით და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტებზე ტექნოლოგიებისა და უფლებების გადაცემის აკრძალვას.

იურიდიულ პირებზე სანქციები დაწესებულია ანალოგიური პერიოდის განმავლობაში.

გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 4 კომპანია : „ელექტრომაშინა", "სიბპრიბორმაში", ნიჟნელომოვსკის ელექტრომექანიკური ქარხანა და სლავგოროდის რადიოტექნიკის ქარხანა, რომლებსაც სანქციები 5 წლით დაუწესდათ.

ყველა სანქცირებულ კომპანიას ეკრძალება უკრაინის ტერიტორიის გავლით პროდუქციის ტრანზიტი, ქვეყნის ტერიტორიიდან კაპიტალის გატანა და მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების პრივატიზაცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×