რეზონანსი
25.05.2023

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო რუსული „როსატომის" შემდგომ მონაწილეობას უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის -„პაქშის"- მშენებლობის დასრულებაში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „პაქშის" ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკების მშენებლობის შესახებ კონტრაქტები უკვე ცხრა წელია გაფორმებული და ამ ხნის განმავლობაში, შეიცვალა სამართლებრივი და ტექნიკური გარემოებები.

მშენებლობის სწრაფად დასრულებისთვის აუცილებელია კონტრაქტებში ცვლილებების შეტანა, რომლის კრიტერიუმები მოსკოვში შეთანხმდა „როსატომის" წარმომადგენლებთან.

ბუდაპეშტმა აღნიშნული ცვლილებები ევროკავშირს დასამტკიცებლად წარუდგინა ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად და ევროკომისიამ ის ოთხშაბათს დაამტკიცა.

სიიარტოს თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება დააჩქარებს „პაქშის" პროექტის რეალიზებას.

„ბირთვულ ენერგეტიკას უნგრეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და „პაქშის" ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკების მშენებლობა უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიაა", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„პაქში 2" „პაქშის" ატომური ელექტროსადგურის გაფართოებაა, რომლის ღირებულება 12 მილიარდ ევროს შეადგენს და რომელსაც ხელმძღვანელობს „როსატომი" და ფინანსდება ძირითადად რუსული სახელმწიფო სესხით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×