რეზონანსი
25.05.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა მოინახულა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან ანდრეი კასიანოვთან უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნისთვის გაწეული შრომისთვის.

„დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი, რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×