რეზონანსი
25.05.2023

როგორც „თბილისის ლიბერალური აკადემიის" დირექტორმა ლაშა ტუღუშმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, ყველა გაურბის კეთროვანს და შენ კეთროვანს ეხუტები - ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან ნულზე ვერ დაიყვან, მაგრამ დინამიკას შეხედე

მისი თქმით, უკრაინაში რაც ხდება, შუა საუკუნეობრივი სიველურეა, რომელსაც ყველა ემიჯნება, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, „ჩემი ნაციონალური ინტერესი მაქვს პირველ რიგშიო".

„მიგრანიანის [კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგი] ცნობილი დისკურსია, რომ ევროპა ევროპა არაა, რუსეთი არის ნამდვილი ევროპაო - ერთი-ერთში ჯდება რაღაცები. ყველა გაურბის კეთროვანს და შენ კეთროვანს ეხუტები - ნულზე ვერ დაიყვან ეკონომიკურ ურთიერთობებს, მაგრამ დინამიკას შეხედე. უკრაინაში რაც ხდება, შუა საუკუნეობრივი სიველურეა, ხოცვა- ჟლეტაა გაუგებარი იდეისთვის. ყველა ემიჯნება ამას და შენ იძახი, ჩემი ნაციონალური ინტერესი მაქვს პირველ რიგშიო.

ერთი რამე ეშლებათ - მაგალითად, ე.წ. აგენტების კანონზე ამბავი რომ იყო, დამცინავად ამბობდნენ, რამდენი კაცი გამოვა ქუჩაშიო. ადამიანები ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რა ხდება და ძალიან კარგად გააპროტესტეს, დიდი რაოდენობით საზოგადოება გავიდა ქუჩაში, რადგან ეს იყო აშკარა დარტყმა დემოკრატიაზე. ეს [კანონპროექტი] რომ გასულიყო, ნიშნავს, რომ თემა დამთავრდებოდა -კანდიდატობა დასრულდებოდა. ევროპამ რომ ხელი გვკრას იმის გამო, რომ ვერ ვლაგდებით, დემოკრატიისთვის ნაბიჯებს ვერ ვდგამთ და რუსეთს ვუვარდებით ხახაში, კატასტროფა იქნებოდა. მაგ მომენტში ეროვნული ინტერები ხალხმა დაიცვა და არა მთავრობამ",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×