რეზონანსი
26.05.2023

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა ბავშვს მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაკვეთას ცდილობდა. შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი, თბილისში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ავარიის შედეგად დაშვებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რის გამოც კატასტროფის მედიცინის ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ მცირეწლოვანს, ავტომობილი დედის თვალწინ დაეჯახა.

“დედა გზის მეორე მხარეს ელოდებოდა, რომ ბავშვი გადასულიყო. მის თვალწინ მოხდა ყველაფერი, ან როგორ უნდა გამოვიდეს ქალი ამ შოკიდან. არც ეს ავტომანქანა მოძრაობდა სწრაფად და რანაირად მოხდა შეჯახება, ვერ გეტყვით, თვალებიდან არ ამომდის ეს სურათი”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×