რეზონანსი
27.05.2023

საერთო ჯამში, 90 000-ზე მე მეტი დევნილი ოჯახია, დაახლოებით 300 000 ადამიანი. ამ ეტაპზე 50 000 დევნილი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ბინით. დარჩენილია 40 000-ზე ოდნავ მეტი. ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ საცხოვრებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ამ პროგრამით ჩვენ შევძლებთ მთლიანად დავასრულოთ იმ ადამიანების გაჭირვება, რომლებიც დღემდე საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილები. დანარჩენ ოჯახებს რაც შეეხებათ, სახელმწიფო რა თქმა უნდა იღებს ვალდებულებას, რომ ისინი იქნებიან უზრუნველყოფილი, თუმცა მათ ამ ეტაპზე უკვე გააჩნიათ საცხოვრებელი და პრიორიტეტში არ არიან. ისინი, ვინც არიან ქირით ან იმყოფებიან კომპაქტურ დასახლებაში, სრულიად დაკმაყოფილდებიან შემდეგი 3 წლის განმავლობაში", - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×