რეზონანსი
01.06.2023

ბინძური კამპანია, რომელიც აწარმოეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩამოირეცხა ამ ერთი სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით - სტრასბურგმა გადაწყვიტა რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი არის მტყუანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვეტყვი ყველა კრიტიკოსს, მათ შორის დაქირავებულ ლობისტებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით თანხა აქვთ აღებული, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და შემდგომ. ბოლო პერიოდში მილიონები დახარჯეს ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანების კამპანიაში.

სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი დაეზიანებინათ. მე ამის ახსნა დამჭირდა ევროპელ კოლეგებთან, რომ სააკაშვილი არ ვაწამეთ, არ მოვწამლეთ და ა.შ. ამ ყველა ბრალდებაზე ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად", - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×