რეზონანსი
01.06.2023

უკრაინის გადამწყვეტი და საპასუხო შეტევის დაწყებამდე ფრონტის ხაზმა რუსეთში გადაინაცვლა.

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალების მხრიდან მორიგი შეტევის შესახებ საუბრობს.

მისი მტკიცებით, უკრაინული ძალები ერთი საათის განმავლობაში ბომბავდნენ ქალაქ შებეკინოს და დაშავებულია მინიმუმ 2 ადამიანი. გლოადკოვი აცხადებს, რომ ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი - საშუალო სიმძიმის.

თავის მხრივ, ოფიციალური კიევი უარყოფს მოსკოვის განცხადებებს, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის სამხედრო ოპერაცია ხორციელდება. უკრაინელების თქმით, ბელგოროდის ოლქში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის მოქალაქეები მოქმედებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×