რეზონანსი
01.06.2023

როგორც პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, „ქართულ ოცნებას" რომ ვუყურებ ამ მდგომარეობაში, შეუძლებელია, რომ მან მომავალში რაიმე გამარჯვებას მიაღწიოს და ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" არჩევნებს ვერ მოიგებს, თუმცა ძალას დაეყრდნობა გამარჯვებისთვის, მაშინ ეს ამბავი საქართველოში არეულობის გარეშე არ ჩაივლის.

„ქართული ოცნება თვითონ ითხრის სამარეს და აქეთ მხარეს ხალხი არ ემზადება პოსტ „ქართლი ოცნების" პერიოდისთვის. მე ამ თვალსაზრისით პრეტენზია მაქვს ჩემს კოლეგებთან, რომ სერიოზულად არ აღვიქვამთ თითქოს იმას, რომ „ქართული ოცნება" ჩვენი დასამარცხებელი კი არ არის, არამედ „ქართულ ოცნებას" რომ ვუყურებ ამ მდგომარეობაში, შეუძლებელია, მან მომავალში რაიმე გამარჯვებას მიაღწიოს საქართველოში და ჩვენ ამისთვის რაღაც თვალსაზრისით უნდა მოვემზადოთ.

მე ვერ წარმომიდგენია რა არჩევნები შეიძლება ჩატარდეს საქართველოში, რომ ასეთი რიტორიკით, ასეთი დამოკიდებულებით დასავლეთთან და პარტნიორებთან „ქართულმა ოცნებამ" თავისივე რიგებში არ განიცადოს სერიოზული რღვევა და საქართველოში რაიმე არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ რაღაც თვალსაზრისით ძალას დაეყრდნო, მე არ მჯერა, რომ ეს ამბავი საქართველოში არეულობის გარეშე ჩაივლის. დრო რაც უფრო გადის, უფრო და უფრო მეტი გახდება ცნობილი და რაც უფრო მეტი გახდება ცნობილი, ეს მუხტიც, რომელიც გროვდება ამ დროის განმავლობაში, უფრო და უფრო საშიშიც გახდება და ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება", - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×