რეზონანსი
01.06.2023

პარლამენტთის უკან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლა სურდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

შეგახსენებთ, პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები სამოქალაქო აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე შეკრებილები არიან სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ ლაზარე გრიგორიადისი უკანონო პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.

ცნობისთვის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა გრიგორიადისი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×