რეზონანსი
01.06.2023

საქართველოში ყველაზე დიდი და მძლავრი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-დან 430-მდე მეგავატი სიმძლავრის ენერგოეფექტური სადგურის ასაშენებლად აუქციონი უკვე ცხადდება, რომლის ჩატარებას ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფს. პროცესს სპეციალურად შექმნილი კომისია უხელმძღვანელებს.

ახალი და მძლავრი თბოელექტროსადგურის მნიშვნელობაზე საუბრობენ ენერგეტიკის ექსპერტები. მათი შეფასებით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი ობიექტით გამონაბოლქვი 70%-ით შემცირდება.

ახალი თბოელექტროსადგურის აშენების გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მშენებლობისთვის მთავრობამ შესაბამისი ტექნიკური პირობები განსაზღვრა, რის მიხედვითაც შეირჩევა ინვესტორიც. ლევან დავითაშვილის თქმით, მშენებლობა 4 წელში დასრულდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თბოელექტროსადგური, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ენერგომომარაგებაში. იმავე ტერიტორიაზე 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, უფრო მაღალი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში აშენება გადაწყდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×