რეზონანსი
02.06.2023

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მისცა. დაკავებულია კაცი, რომელიც გამოძიების ცნობით, მკვლელობის ჩამდენის მამაა.

TV25.GE-ის ინფორმაციით, მან სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირებს, რომლებიც ასევე დაკავებულები არიან, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა დაავალა.

პირს თავისუფლება სსკ-ის 372 მუხლით აღუკვეთეს, რაც მოწმეზე ან გამოსაკითხ პირზე ზემოქმედებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შემზარავი შემთხვევა ლეღვაში, გასულ კვირას მოხდა. სტუმრად მყოფი ახალგაზრდა ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი სოფელ ჩეხედანას სტადიონთან დამარხეს. მოკლულის ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც იგი ძაღლებს ამოეთხარათ.

დანაშაულის დაფარვისა და პოლიციაზე შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში 3 პირი მისცა. უწყების ცნობით, მკვლელობის ჩამდენმა ქვეყანა ამბის გახმაურებამდე დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×