რეზონანსი
02.06.2023

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია, უკვე მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი დაიბრუნოს. ამის შესახებ უოლესმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსული მხარის დანაკარგები მიუთითებს იმაზე, რომ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ომში გამარჯვება შეუძლია, თუ უკრაინაში კიდევ უფრო მეტ სამხედროს გაგზავნის", - აცხადებს უოლესი.

ის ვარაუდობს, რომ პუტინს, შესაძლოა, არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, რის გამოც კრემლის ლიდერი ვერ ხვდება, თუ რა მასშტაბის სამხედრო პრობლემების წინაშე დგას მისი ქვეყანა.

ბენ უოლესი ასევე გამოეხმაურა ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გარკვეული უთანხმოება ისევ არსებობს.

„რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ვილნიუსის სამიტზე ეს არ მოხდება, უახლოეს დროში უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება", - ამბობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×