რეზონანსი
02.06.2023

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მირზა გელაშვილის თქმით, 5%-იანი პროგნოზი 5,5%-მდე გაიზრდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გადაიხედება არსებული ოფიციალური პროგნოზი.

„როგორც ცნობილია, ოთხ თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა. აპრილში კი - 7.5%-ით. ზრდის ეს ტემპი გარკვეულწილად აღემატება იმ მოლოდინს, რომელიც წლევანდელ წელთან დაკავშირებით გვქონდა.

მკვეთრად ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, მაგრამ ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც მცირედით გაგვიზარდა პროგნოზი, ჩვენც ამ ეტაპზე მცირედით, 5.5%-მდე გავზრდით ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. წლის განმავლობაშიც გვექნება საშუალება, რომ დაავაკვირდეთ ეკონომიკის განვითარების ტრენდებს", - თქვა მინისტრის მოადგილემ გადაცემა „წერტილში"

2023 წლისთვის ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზის გაზრდას საქართველოს ეროვნული ბანკიც გეგმავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×