რეზონანსი
02.06.2023

ჩვენ ავირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ, ყველამ უნდა გავიაროთ და ყველამ საკუთარი აგური უნდა დადოს ამ პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.

მინისტრმა მოლდოვაში გამართულ სამიტზე პრემიერის გამოსვლა შეაფასა.

„ძალიან მნიშვბელოვანი იყო თავად მრგვალი მაგიდის შემადგენლობა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები თანა-თავმჯდომარეობდნენ. დისკუსიას ასევე ესწრებოდა ევროპარლამენტის პრეიდენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინტერვენცია და საუბრობდა უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ასევე, პრემიერ-მინისტრს მთავარი აქცენტი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობისთვის და რისთვისაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ. პრემიერ-მინისტრმა დაანახა ლიდერებს საჭიროება ამ გადაწყვეტილების, რომელიც საერთო ჯამში, კავშირშია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებასთან.

ჩვენი მოლოდინები ფორმირდება იმ მოლოდინებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ევროკავშირისგან ვიღებთ. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინები არის პოზიტიური.

ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ ნაწილსაც, რადგანაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთი მხრივ ის, რომ ქვეყანა ასრულებს რეკომენდაციებს და მეორე მხრივ, ეს დიდ, გეოპოლიტიკურ სურათში სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს ის, რომ საქართველოს მიენიჭოს სტატუსი და გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა.

ჩვენ ავირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ, ყველამ უნდა გავიაროთ და ყველამ საკუთარი აგური უნდა დადოს ამ პროცესში, რადგან საქართველოს ევროინტეგრაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით არ გამოვა. აქ თითოეულმა მონაწილემ, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს და ჩვენთან ერთად, შეუქცევადი გავხადოთ საქართველოს ევროპული მომავალი", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მოლდოვაში გამართულ სამიტზე ქვეყანამ ევროპელი პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გზავნილები მიიღო. მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი, ვიზიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×