რეზონანსი
02.06.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონტრშეტევა კინო არ არის, მიჭირს გითხრათ, თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას.

„ეს კინო არ არის, მიჭირს გითხრათ თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. მთავარია, რომ ეს რუსეთმა დაინახოს, და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით, როდესაც იმ ჯარებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. სწორედ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც იგი მოხდება, მიხვდებით, რომ იგი ხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება.

ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში ნათლად უნდა ეწეროს, რომ ისინი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებამდე მოქმედებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×