რეზონანსი
02.06.2023

არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მართალია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპის ვარაუდები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ პაპ ფრანცისკოს ასცდა რუსეთუმეობის ბრალდება, ჩვენს პრემიერს კი არა.

„ბოლო ათი დღის მოვლენები ჩემთვის გახსნა Politico-ს ანალიტიკურმა მიმოხილვამ, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირის მოსალოდნელ ოფიციალურ განცხადებაზე: „EU-ს გაფართოება დასრულდება ბალკანეთში".

არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით.

თუ რომის პაპს ასცდა პატრიარქ კირილეს „ეპისკოპოსის" სარჩული, ჩვენ პრემიერს „რუსული" სარჩული რა თქმა უნდა არ ასცდებოდა. ასცდა ეს „იარლიყი" თავად ზელენსკის, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უარყოფდა უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკურ პერსპექტივებს, ასცდა ეს იარლიყი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქვეყნის კანცლერსაც, რომლებიც უკრაინისადმი „ნატო-სკეპტიციზმში" უფრო კატეგორიულები იყვნენ. ასცდა „რუსეთუმეობაში" დაბრალება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესსაც.

ამასობაში თურქეთიდან ადგილობრივი ლიბერალების გოდება გვესმის, მათ ბანი აუბეს ჩვენმა სექტანტებმაც. ამერიკაში უხილავი „ქვიშის (საჩხერის?) ტომარაზე" მერამდენედ ეცემა ძირს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ხოლო მის ჩანაცვლებაზე ოფიციალურ განაცხადს აკეთებს რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერი მაიკ პენსი.

საქართველოს მოქალაქე ფადი ასლის მოულოდნელი პასუხი გასცა მოლდოვას პრეზიდენტმა, რომელიც არ აპირებს დნეპრისპირეთის რუსეთისთვის ჩუქების სანაცვლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ამჯერადაც СНГ-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი ვერანაირად იქნებოდა „პუწინის მონა".

აღარ ჩამოვთვლი არანაკლებად მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც სულ რაღაც უკანასკნელ ათ დღეში მოხდა. ის ლიბერალური ტკივილი, რაც გამახსენდა, ისედაც საკმარისია იმისთვის, რომ კრიტიკულ აზროვნებაზე პრეტენზიის მქონე ჩვენს მოქალაქეებს, ძირითადად ახალგაზრდობას, მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოს ხელისუფლებაში რუსების უშედეგო ძებნას თავი დაანებონ, მით უმეტეს, როდესაც ეს რუსები ყველგან არიან ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის გარდა.

P.S.: მე განზრახ არ შევიყვანე ამ მოვლენათა ჩამონათვალში ხორვატიის პრეზიდენტის მოწოდება საკუთარი მოქალაქეებისადმი, დაანებონ თავი ნაცისტური (ფაშისტური) სლოგანის „Слава Украине! Героям слава!" გამოყენებაზე მის ქვეყანაში. მაინც ომია და ზედმეტი ტკივილის მიყენება არ მინდოდა..." - წერს დავით ქართველიშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×