რეზონანსი
02.06.2023

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველომ ინფლაციური გამოწვევა დაძლია მაშინ, როცა ეს საკითხი დანარჩენი მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევად რჩება.

„ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება და ზოგადად ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარეობს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველომ უკვე დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა.

წინა მონიტარული პოლიტიკის კომიტეტზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11-დან 10, 5%-მდე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქსტატის ინფორმაციით, მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×