რეზონანსი
03.06.2023

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღო.

ფიცის დადების შემდეგ ერდოღანის პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ათვლა დაიწყო და მისი მმართველობა მესამე ათწლეულში გაგრძელდა.

„თურქეთის პრეზიდენტის რანგში დიადი თურქი ხალხისა და ისტორიის წინაშე პატივითა და ღირსებით ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი სამშობლოსა და ერის განუყოფელ მთლიანობას, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს უპირობო სუვერენიტეტს. დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებსა და რეფორმებს. დავიცავ ელიტური რესპუბლიკის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის აწმყოს, პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის კეთილდღეობას. ჩემს ვალდებულებას შევასრულებ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით. დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებიან. ანკარაში 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის", ნატო-ს და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" წარმომადგენლები იმყოფებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×