რეზონანსი
05.06.2023

ზუსტად ანალოგიური კანონის საფუძველზე აშშ-ში დარეგისტრირდა კეზერაშვილის კონტრაქტი, რომლითაც რა თქმა უნდა, ახლა BBC-ის ვერაფერს დააკლებს, მაგრამ მეტი გზა აღარ ჰქონდა. თავიდან ამბობდა, რომ BBC-ის ავტორიტეტს პატივს ვცემო და ა.შ. მაგრამ რომ მიხვდა, არ გამოუვიდოდა არაფერი ბრძოლის გარეშე (მართალია მიზნის მიღწევის გარეშე იქნება ეს ბრძოლა), მაგრამ მაინც ბრძოლის გარეშე, მერე თქვა, კი მართალია პატივს ვცემ, მაგრამ სასამართლოში მაინც ვუჩივლებო, -აი ეს კონტრაქტი არ გააფორმა", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „პოსტივის" ეთერში ისაუბრა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, აშშ-ში მოქმედი კანონის საფუძველზე გახდა კეზერაშვილის მიერ გაფორმებული კონტრაქტი საჯარო. ზუსტად, იმ კანონის, რომლის ანალოგი, კანონპროექტი „ხალხის ძალის" მიერ დაინიცირდა და რაც, საქართველოში რუსულ ნარატივად მონათლეს.

„ჩვენ „ხალხის ძალის" წარმომადგენლები, ყოველთვის ამას ვამბობდით, როდესაც დაინიცირდა ცნობილი პირველი ქართული, შემდეგ ამერიკული ერთი-ერთში გადმოტანილი კანონპროექტი, რომ ეს იყო საჭირო საზოგადოებისთვის და მოქალაქის ინფორმირებისათვის და ეს დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ (არაერთხელ გვითქვამს) ჩვენ ეს კანონი არ მივიღეთ, ეს კანონი მუშაობს. მუშაობს იმით, რომ საზოგადოება კითხულობს იმას რომ მაგ. არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება, ახლა უფრო მეტად ვიდრე ამ კანონპროექტის დარეგისტრირებამდე ხდებოდა. ინფორმაცია მოგვდის, გიული ალასანია რამდენს იხდის თავის შვილის პატიმრობისგან გასათავისუფლებლად. მინდა საზოგადოებას, ახალგაზრდობას და ყველა ასაკის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ ვუთხრა და ყოველთვის შევახსენებთ ამას, რომ ბოლოს და ბოლოს ხომ შეიძლება კანონპროექტის ამერიკული თუ ჩვენი ვარიანტი წაიკითხონ და თქვან, რომ დიახ, იყო რაღაც ყალბი ნარატივი, კანონპროექტს რუსული შეარქვეს, მაშინ ვერ მოვასწარი, მაგრამ ახლა წავიკითხე.

ზუსტად ანალოგიური კანონის საფუძველზე აშშ-ში დარეგისტრირდა კეზერაშვილის კონტრაქტი, რომლითაც რა თქმა უნდა, ახლა BBC-ის ვერაფერს დააკლებს, მაგრამ მეტი გზა აღარ ჰქონდა. თავიდან ამბობდა რომ BBC-ის ავტორიტეტს პატივს ვცემ და ა.შ. ა.შ.... მაგრამ რომ მიხვდა, არ გამოუვიდოდა არაფერი ბრძოლის გარეშე (მართალია მიზნის მიღწევის გარეშე იქნება ეს ბრძოლა), მაგრამ მაინც ბრძოლის გარეშე, მერე თქვა, კი მართალია პატივს ვცემო, მაგრამ სასამართლოში მაინც ვუჩივლებო, -აი ეს კონტრაქტი არ გააფორმა. მაგრამ როდესაც BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ეს დაადასტურა, აქ საბოლოოდ წერტილი დაესვა იმას, რომ აი ამ ყველაფრის სათავეში დგას ადამიანი, ვინც ქართული ჯარი და ბიუჯეტი გაძარცვა და ახლა იქიდან ებრძვის საქართველოს. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, ასეთი კანონი (გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი) იმიტომ იყო საჭირო მიგვეღო (რეალურად კიდევ ერთხელ ვიტყვი არ მივიღეთ, მაგრამ იგი მუშაობს), რომ ასეთი ტიპის ადამიანების გარიგებები უნდოდათ დაემალათ საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ასე არ ხდება. იმიტომ რომ აშშ-ში ასეთი კანონი არსებობს და აქ მოექცა სწორედ ამ ფარგლებში კეზერაშვილის ეს კონტრაქტი", -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკურ პოსტში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×