რეზონანსი
06.06.2023

პროკურატურამ ბათუმში მდებარე რესტორან "რეტროს" ერთ-ერთ მფლობელს ძალადობისა და მუქარის მუხით ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე "რეტროში", ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფეს მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მიმტანზე ფიზიკური ძალადობის ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელა. როგორც რესტორნის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, თეიმურაზ ვარშანიძე რესტორანში რუსეთის მოქალაქეებს ასაქმებდა, რომლებსაც უფრო მეტ ხელფასს უხდიდა, ვიდრე ქართველებს. მათივე თქმით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია რესტორანში მომხდარი დაპირისპირებაც, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შრომის ინსპექციის სამსახურმა "შპს რეტროსა" და "შპს რესტრო 2"-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და დამატებით, ობიექტები 30 000 ლარით დააჯარიმა. უწყების ცნობით შეამოწმეს კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×