რეზონანსი
06.06.2023

ორმაგი სტანდარტი და ხოშტარიას ნამდვილი სახე - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, ელენე ხოშტარიას მიერ რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ მილიონობით რუბლს.

კახა კალაძის თქმით, 2012 წლამდე ხოშტარია იყო ის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყანაში რუსი ტურისტების და ინვესტორების შემოდინებას.

"ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ჩვენ ვისმენდით ამ ადამიანის განცხადებებს, 2012 წლამდე, როგორ მოუწოდებდა და მიესალმებოდა თუნდაც რუსი ტურისტების შემოსვლას, რუსული ბიზნესის შემოსვლას.

თუმცა დღეს გამოირჩევა მოწოდებებით, რომ ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ევროინტეგრაციისთვის, პარალელურად, რუსეთიდან პირდაპირ რუსულ რუბლებს ურიცხავენ, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ამ ადამიანების ნამდვილი სახე," - აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×