რეზონანსი
06.06.2023

ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში - 4 წლის ნიკოლოზ ხაჯიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

,,არ ვიცი, როგორ განუგეშო ან რა შესაბამისი სიტყვები მოვძებნო, რომ ასეთი, შვილებზე გადაყოლილი დედა განუგეშო. არ იმსახურებდი.

ჩვენ შენთან ვართ, უნდა გაუძლო, თამო.

ასეთ დროს მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს - რატომ ღმერთო? - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.

როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, 4 წლის ნიკოლოზს ტემპერატურა ჰქონდა. ის გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვის დაღუპვის სავარაუდო მიზეზად აპენდიციტი სახელდება, თუმცა, ეს ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×