რეზონანსი
06.06.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს".

თალაკვაძის თქმით, რისი გასაღებიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია და ამიტომაც წლებია უშედეგოდ ცდილობენ ხან პარლამენტის, ხან ცესკოს ღობეზე გადაძრომას.

"ოპოზიციური პარტიები ამ სატყუარას თუ წამოეგებიან, "ნაცმოძრაობასთან" ერთად გარეთ დარჩებიან", - აღნიშნა თალაკვაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს და დანარჩენმა ოპოზიციამ მათგან უნდა მიიღოს რეკომენდაციები.

"ეს გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×