რეზონანსი
06.06.2023

პირველი ინტერვიუ ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახთან - ხარაგაულში, "ტვ-პირველთან " მარიტა მაზიაშვილის ახლობლები ყვებიან, რომ ქალი, რომელიც საკუთარმა ქმარმა ჯერ თოკით გაგუდა, შემდგ კი ცხედარი ხევში გადამალა, სახლიდან სამი დღის წინ გაუჩინდარდა, მაშინ, როდესაც 27 წლის გოგოს, ოჯახი და მეგობრები ყველგან ეძებდნენ, ამ დროს ქმარი მისი ცხედრის მოშორებას ცდილობდა.

"მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოდი იქამდე, რომ მცოდნოდა. ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. 9 წელიწადი გაცილებულები იყვნენ და თუ აღარ უნდოდა, რაღას მოკლა. მამამისი შარშან, 5 დეკემბერს მოკვდა. დედამისი ემიგრაციაშია წასული. სახლი ჰქონდათ, ვალი დაედოთ და გაყიდეს. კონფლიქტზე არაფერი ვიცით. 3 წლის ჰყავდათ აბვში, რომ გაშორდნენ". - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

27 წლის გოგოს კლასელების თქმით, მარიტა მაზიაშვილს ისინი 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

"დაიკარგა 2-3 დღეა. კლასელები ყველა ვეძებდით. გავიგე, რომ გლდანის ციხეებთან იპოვეს. 10 წელი გაშორებული იყოო. არც მინახავს აქ მოსული ეს ბიჭი.

საზარელი დანაშაული თბილსში მოხდა - ირკვევა, რომ ქმარმა ცოლი ჯერ გაიტაცა, ავტომობილში გაგუდა, ორი დღის შემდგ კი ცხედარის გადასამალად სხვა ავტომობილი იქირავა და გვამი გლდანის ხევში დატოვა.

წყარო: "ტვ-პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×