რეზონანსი
06.06.2023

ადვოკატის განცხადებით, პირს, რომელმაც თბილისში ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდომ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მისივე განცხადებით, დაკავებული ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული და ასევე, სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს.

„ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული ორი კვირის განმავლობაში, იქ გადიოდა მკურნალობას და სისტემატურად სვამდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს", - განაცხადა ლევან მარსაგიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს 7 ივნისს წარუდგენენ.

ცნობისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა და მეორე დღეს ხევში გადააგდო.

სამართალდამცავებმა 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×