რეზონანსი
06.06.2023

ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-პიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„როდესაც ქვეყანაში საერთაშორისო, თუნდაც სპორტული ღონისძიება ტარდება, ევროპის ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში, რაიმე შენდება ან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გახსნილია ევროპული ფორმატების კარები, მაღალი დონის სტუმრები გვყავს, ვიზიტი იგეგმება გერმანიაში თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, ეს არის უშველებელი ტრაგედიის წინაპირობა, რასაც რასაკვირველია, ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ახასიათებს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. ამის შემქმნელები არიან კონკრეტული ადამიანები, რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ცდილობს, დესტაბილიზაციას გაუხსნას გზა. რასაკვირველია, შოლცთან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნდა დაახასიათონ სწორედ ასე, სხვანაირად არ ძალუძთ, სხვა რაიმე ინტელექტუალური რესურსი პოლიტიკური პარტიისა არ გააჩნიათ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×