რეზონანსი
07.06.2023

„დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებზე კომენტარი პარლამენტის პირევლმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოსლკიმ გააკეთა.

„როგორ მოხდა, რომ რუსეთმა ვერავისთან მსოფლიოში ვერანაირი ვალდებულება ვერ შეასრულა, ვერც ომის დაწყებისა და განვითარების ასეთი ბრუტალური სიტუაციის შექმნის, ბირთვული საფრთხეების შექმნის მსოფლიოსათვის, ჩვენთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები უკრაინაში, საქართველოში და ერთადერთი, ვისი ვალიც ვერ გაისტუმრა წლების განმავლობაში ეს არის ხოშტარიების ოჯახი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×