რეზონანსი
07.06.2023

როდესაც ჩუმად ხარ, ეს რა თქმა უნდა, ირიბად ნიშნავს დადასტურებას, რომ შენ მართლა იღებ დაფინანსებას და ატარებ ინტერესებს, რომელიც საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, შენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

მისი თქმით, სამწუხაროა, დღეს ოპოზიციის ისეთი ნაწილი რომ ჰყავს საქართველოს, რომელიც არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაშია.

„ისინი პირველები არიან, ვინც ყველა ქმედებაზე ინფორმირებული ჰყავს, როგორც ჩანს, თავის მოკავშირეს. პირველები არიან, ვინც აწყობენ პროვოკაციებს თავის ქვეყნის წინააღმდეგ. თუ სიმართლე შენკენ არის, უნდა უპასუხო კითხვებს და ბრალდებებს, რომელიც შენ წინააღმდეგ არის. როდესაც ჩუმად ხარ, ეს რა თქმა უნდა, ირიბად ნიშნავს დადასტურებას, რომ შენ მართლა იღებ დაფინანსებას და ატარებ ინტერესებს, რომელიც საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, შენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×